კლუბ “ვიტამინი”-ს მენეჯერს ლიკა კიკიანს, რომელიც სამართალდამცველებს მის სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფაში ადანაშაულებს, პროკურატურაში დღეს დაკითხავენ. ჩვენების მისაცემად ის საგამოძიებო უწყებაში გუშინ ადვოკატთან ერთად იყო მისული, თუმცა როგორც თავად ამბობს, თავს შეუძლოდ გრძნობდა და მისივე თხოვნით დაკითხვა დღეისთვის გადაიდო.
რამდენიმე დღის წინ კუსტბაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გამოძიება მოხელის მხრიდან უფლებამოსილების ჯგუფურად გადამეტების მუხლით დაიწყო. დანაშაული 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.