20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ახალდაბასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობა გეოლოგების დასკვნას ელოდება

ახალდაბაში ხელმეორედ ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით თბილისის მთავრობა გეოლოგების დასკვნას ელოდება. პერიმეტრის შესწავლა უკვე მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ის რეკომენდაციები, რომლის შესაბამისად გეგმავს მერია ადგილზე სამუშაოების განხორცილებას.

რა სამუშაოებია ჩასატარებელი, ესეც დასკვნის მიხედვით გადაწყდება. არ არის გამორიცხული ახალი, ალტერნატიული გზის გაყვანაც გახდეს საჭირო. გეოლოგების დასკვნაზეა ასევე დამოკიდებული მოუწევთ თუ არა ადგილობრივებს სახლების დატოვება.

თუმცა, ამ ეტაპზე აცხადებენ, რომ 13 ივნისის მასშტაბის საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთზე დასრულებულია გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გადაადგილება შეზღუდულია, განსაკუთრებით საღამოს საათებში. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები