02 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ქუთაისში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება. იმერეთის რეგიონიდან 70 დამსაქმებელი იქნება. როგორც აცხადებენ, აქვთ რეალური ვაკანსიები და ეძებენ გამოცდილ კადრებს.

ფორუმზე მისვლა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის მათ, ვისაც წინასწარ რეგისტრაცია არ გაუვლია. ისინი ადგილზე დარეგისტრირდებიან და ამის შემდეგ პირადად გაესაუბრებიან დამსაქმებლებს.

 
დღის ამბები