პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქართულ-ოსური ეკლესია მცხეთაში აშენდება. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის საძირკველი დღეს ქორეპისკოპოსმა იაკობმა აკურთხა. ტაძარში საღვთო ლიტურგია ქართულ და ოსურ ენებზე აღევლინება.
კურთხევის ცერემონიას ვლადიკავკაზიდან ჩამოსული ეთნიკურად ოსი მოქალაქეები ესწრებოდნენ.