20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
„საქართველო კუპონიზაციის გზას ადგას“, - აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან ეროვნული ბანკის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლის თაობა“, „მედიატორი“, „პატრიოტთა ალიანსი - აპრიორი“ და „რეფორმატორების ცენტრი“ მონაწილეობენ. ისინი აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონპროექტი საფრთხის შემცველია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე ქართველი ხალხისათვის.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველო შეიძლება კუპონიზაციის გზას დაადგნენ. ისინი საქართველოში დღევანდელ სიტუაციას საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს ადარებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის არაფორმარული მმართველის გამო, შესაძლოა, ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც საბერძნეთში. 

 

ავტორი: ვანო გავაშელი

დღის ამბები