20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ზღვის უბნის ქუჩაზე შესახლებულებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ

ზღვის უბნის ქუჩაზე შესახლებულებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. 70 ოჯახის გამოსახლებას დღეს იგეგმება. ისინი ამ კორპუსებში 13 წლის წინ თვითნებურად შევიდნენ. როგორც თავად ამბობენ, გუშინ მიაწოდეს ინფორმაცია მათი მასიური გამოსახლების დაწყების შესახებ.

როგორც მაცხოვრებლები აცხადებენ, კორპუსები, რომელშიც მათ შესვლამდე არავის უცხოვრია, 2013 წელს გასხვისდა „მეტრომშენის“ თანამშრომლებზე. ადგილობრივებმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართეს მერიას რეესტრის საბუთების ბათილად ცნობის მოთხოვნით, 2015 წლის მაისში კი გამგეობას მიმართეს ასევე „მეტრომშენის“ თანამშრომლების ბინების საკუთრების მოწმობის შესახებ აქტის არარად ცნობაზე.

მათი მტკიცებით, მერიისა და გამგეობისგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარების მოთხოვნით პერიოდულად აქციებსაც მართავდნენ.  

ზღვის უბნის ქუჩაზე შესახლებულები სამართლებრივ დავას აპირებენ და ამ მიზნით, სასამართლოში სარჩელს თბილისის მერიის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის და „მეტრომშენის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეიტანენ. 

დღის ამბები