მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფას მოსახლეობა სარწყავ წყალს ითხოვს. ადგილობრივების ერთადერთ შემოსავლის წყაროს მებოსტნეობა წარმოადგენს, თუმცა უწყლობის გამო მიწას ვერ ამუშავებენ.
დაშტაფას მოსახლეობამ მარნეულის რაიონის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს.
სოფელში მარნეულის გამგებლის პირველი მოადგილეც ჩავიდა და მან მოსახლეობას წლის პრობლემის მოგვარებას მომავალი წლის ბოლოსთვის დაპირდა.