20 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
პატიმრები დაწესებულებებში საშიშროების რისკის მიხედვით მოთავსდებიან

სასჯელაღსრულების სამინისტროში მსჯავრდებულების გადანაწილების ახალი წესი დამტკიცდა. პატიმრები დაწესებულებებში საშიშროების რისკის მიხედვით მოთავსდებიან. შერჩევის მთავრი კრიტერიუმი დისციპლინა და დანაშაულის სიმძიმეა.

მსჯავრდებულები 4 სახის საშიშროების რისკის მიხედვით შეირჩევიან - დაბალი, საშუალო, მომატებული და მაღალი. ამ კატეგორიას მათ მულტიდისციპლინური ჯგუფი, შეფასების შემდეგ მიანიჭებს.

პერიოდულად მსჯავრდებულების რისკის გადაფასებაც მოხდება. პენიტენციალურ სისტემაში ახალი წესი მინისტრმა უკვე დაამტკიცა.

 
დღის ამბები