გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტს გარემოს რადიაციული მონიტორინგის ლაბორატორია დროებითი გამოყენებისთვის გადაეცა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გარემოდან აღებული სინჯების გამოკვლევა რადიაციული მონიტორინგის მიზნით.
სტუნდენტები თავად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში. დღესვე, სამინისტროსა და უნივერისტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებას გაივლიან და ასევე გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას.