20 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
რძისა და რძის ნაწარმის შესახებ მთავრობის ახალი დადგენილება 1 აგვისტოდან შედის ძალაში

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ მთავრობის ახალი დადგენილება 1 აგვისტოდან შედის ძალაში. ახალი წესის თანახმად, ეტიკეტზე იკრძალება წარწერის დატანა მაწონი - არაჟანი - ხაჭო- იოგურტი და სხვა, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია ნატურალური რძისგან არაა დამზადებული.

თუ მოხდება პროდუქტში მცენარეული ცხიმის გამოყენება, ამის შესახებ ინფორმაცია პროდუქტზე უნდა იყოს მითითებული. 2016 წლის 1 აგვისტომდე კი ბიზნესოპერატორებს უფლება აქვთ პროდუქტს დააწერონ - მსგავსი ან მაგვარი. წესის დამრღვევი 400-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება.

 
დღის ამბები