ზღვის უბნის ქუჩაზე შესახლებულთა გამოსახლების პროცესი დაიწყო. როგორც კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. თავად ოჯახის წევრებთან, რომლებიც შეუძლოდ არიან, სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება. მეზობლების მტკიცებით, მათ შორის ერთ-ერთი - 75 წლის ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ამ დროისთვის მეზობლის ბინაში იმყოფებიან, რადგან, მათი ინფორმაციით, თავიანთ საცხოვრებელ სახლში შესვლას ვეღარ ახერხებენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, დღეს უკვე განხორციელდა კიდევ ერთ ბინაში გამოსახლების პროცესი. თუმცა, მათივე მტკიცებით, თავად ოჯახი ამ დროს ადგილზე არ იმყტოფებოდა.
როგორც დღეს ზღვის უბნის ქუჩის მოსახლეობამ განაცხადა, 70 ოჯახის გამოსახლების შესახებ ინფორმაცია გუშინ მიაწოდეს. ისინი ამ კორპუსებში 13 წლის წინ თვითნებურად შევიდნენ, 2013 წელს კი ბინები გასხვისდა „მეტრომშენის“ თანამშრომლებზე. როგორც თავად ამბობენ, გუშინ მიაწოდეს ინფორმაცია მათი მასიური გამოსახლების დაწყების შესახებ.