20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
თავისუფალი ზონა გაბალაში მომხდარ ინციდენტს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს

გაბალაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ "თავისუფალ ზონაში." არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროვოკაცია რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.

როგორც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები განმარტავენ, პროვოკატორების მიზანი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაფუჭებაა. ორგანიზაციის ლიდერის თქმით, საქმის შესწავლა საგამოძიებო უწყებებმა დაუყონებლივ უნდა დაიწყონ. ხვალ კი ქვეყნებს შორის მეგობრობის ნიშნად, ორგანიზაციის ქართველი და აზერბაიჯანელი წევრები, საფეხბურთო მატჩს გამართავენ.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამის დამკვეთი რუსთის სპეცსამსახურებია. ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო ტურზე, რუსეთი აპირებს მწვავედ დააყენოს საკითხი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის“ გამგეობის თავმჯდომარემ გელა ვასაძემ.

აზერბაიჯანელ სტუდენტთა გაერთიანების თავმჯდომარე სამილა ისმაილოვა კიგანმარტავს, რომ საქმეშია მესამე დაინტერესებული მხარე, რომელიც ხელოვნურად აღვივებს პროვოკაციებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები