მეღვინეთუხუცესის სახელობის სამუსიკო სკოლა დაიწვა დღეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
სკოლა არდადეგების გამო ცარიელი იყო. ადგილზე მობილიზებულ იყო გორის სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ლოკალიზება ოპერატიულად მოხდა, თუმცა შენობისა და ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გორის რაიონის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სამუსიკო სკოლის ოპერატიულად აღდგენას დაჰპირდა.