20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ახალი მტკიცებულება ლიკა კიკიანის საქმეში

კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ირაკლი მამალაძე პროკურატურაში ახალი მტიკიცებულების წარდგენას გეგმავს, რომელიც ჟურნალისტის თქმით პოლიციელების ბრალეულობას ადასტურებს.

აუდიოჩანაწერში, რომელზეც ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე საუბრობს, ერთ-ერთი მოწმის საუბარია ჩაწერილი რომელიც, მისი გაცხადებით, კუს ტბაზე ლიკა კიკიანის ცემის ფაქტს შეესწრო. ირაკლი მამალაძის განცხადებით ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ კიკიანი 6 ივლისის ღამეს პოლიციელებმა სცემეს.

ჟურნალისტი აუდიოჩანაწერს არ ასაჯაროვებს, თუმცა ამბობს, რომ ჩანაწერს პროკურატურას გადასცემს.

მოწმე, ვისზეც ჟურნალისტი საუბრობს გეგა ბაქრაძეა, რომელიც ვიდეომიმართვაში ლიკა კიკიანმაც ახსენა.  კიკიანის განცხადებით, მაშინ როდესაც მას პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მას 2 ახალგაზრდა ბიჭი დაეხმარა. კიკიანის განცხადებით სამართალდამცველებმა ისინიც სცემეს.

გეგა ბაქრაძე იმ ვიდეომასალაშიც ფიგურირებს, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გაავრცელა.

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ პოლიციამ მას განყოფილებაში მიყვანისთანავე ზეწოლის ქვეშ ცრუ ჩვენება დააწერინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაჭერით დაემუქრნენ.

ჟურნალისტი პროკურატურაში ხვალ არის დაბარებული. ირაკლი მამალაძე გამომძიებლებს აუდიოჩანაწერსაც გადასცემს, სადაც მისი თქმით მთავარი მოწმის საუბარია ჩაწერილი, თავად გეგა ბაქრაძე კი კომენატრს არ აკეთებს.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, დავით მაისურაძე. 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები