მეწყერის საშიშროება წყნეთი-ახალდაბის გზაზე ამ დრომდე არსებობს. საპატრულო პოლიციას გზის საშიში მონაკვეთი გადაკეტილი აქვს. დასახლებაში შესვლა მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ და ისიც მხოლოდ გამგეობის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით.
წყნეთი-ახალდაბის გზაზე რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა დგას, მაგრამ მათ არცერთი სამუშაო არ შეუსრულებიათ. "კურიერს" ადგილზე არც გეოლოგები დახვდნენ.
ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე განმარტავს, რომ არსებულ ტერიტორიაზე მეწყერის განმეორების საშიშროების გამო ტექნიკის სამუშაოები შეჩერებულია.
წყნეთი-ახალდაბის გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე მეწყერის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს.
ავტორები: სალომე ბოკუჩავა