20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"თბილისის დინამო" გაბალაში მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას UEFA-ს სთხოვს

"თბილისის დინამო" UEFA-ს მიმართავს და გაბალაში მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას სთხოვს.

დინამოს პრეზიდენტი გაბალას ხელმძღვანელობას მატჩის არასათანადოდ ორგანიზებაში ადანაშაულებს.

გაბალას სტადიონზე მომხდარი არეულობის მიუხედავად ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა არ ჩაშლილა, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში მასპინძელი ქვეყნის გულშემატკივარი ქართველი სპორტსმენებისთვის შეურაცხმყოფელი პლაკატებით სკანდირებდა. 

გაბალაში მომხდარს პროვოკაციად აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილ თალაკვაძე არც გამოძიების დაწყებას გამორიცხავს.

ჯერჯერობით უცნობია აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური პოზიცია.

გაბალას უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა კი გულშემატკივრის საქციელს "ვანდალური" უწოდა.

ავტორები: დავით ერაძე, აკო ნაზღაიძე, გივი კაჭარავა. 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები