სტიქიიდან თითქმის ერთი თვის შემდეგაც დედაქალაქის ყველაზე დაზარალებულ უბნებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს ქალაქის მთავრობა დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას.
მერიაში სპეციალური კომისია მუშაობს, თუმცა თბილისის მერი ამ დრომდე პროექტებს ელოდება. ერთადერთი რაც ამ ეტაპზე ცნობილია, გვირაბის ნაცვლად მდინარე ვერეზე ხიდი აიგება.
რა უნდა გაკეთდეს ახალი გზის ჩანგრეულ მონაკვეთზე უკვე დაამტკიცა ვერეს ხეობის დაგეგმარების სახელმწიფო კომისიამ. გიგა ბათიაშვილი ამბობს, რომ ახალი გზის აღდგენა სექტემბრის თვემდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქი გადაიტვირთება და ცენტრალური გზების პარალიზება მოხდება.
ავტორები: დავით კაკულია, გიორგი ცანავა, ნათია ბუცხრიკიძე.