8 საათიანი დაკითვის შემდეგ ლიკა კიკიანმა და მისმა ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ პროკურატურა დატოვეს.
როგორც კიკიანი განმარტავს მან დეტალურად აღწერა ის ის გარემოებები, რომელშიც მისი მტკიცებით სამართალდამცველებმა კიკიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მან განაცხადა, რომ სამართალდამცველებს დეტალურად აუღწერა თითოეული პოლიციელის გარეგნობა და დაუსახელა მათი სახელები.
კიკიანის თქმით მან და მისმა ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება.
პროკურატურიდან გამოსული კიკიანი და მისი ადვოკატი განმარტავენ, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში წარიმართა და შემდეგი ნაბიჯი იმ ადამიანების დაკითხვა უნდა იყოს, ვინც დღეს ლიკა კიკიანმა დაასახელა.