20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ხმაური ივანიშვილის სახლთან-ზღვის უბნის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ზღვის უბნის დასახლების მაცხოვრებლები მათი გამოსახლების პროცესს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლთან მისვლამდე ე.წ. მატროსოვის ციხესთან იმყოფებოდნენ, სადაც დახმარებას ვანო მერაბიშვილს სთხოვდნენ.

70 ოჯახის გამოსახლების პროცესი დღეს დილას დაიწყო. დილიდან ხმაური იყო ზღვის უბნის დასახლებაში, სადაც რამდენიმე მოქალაქე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც დღეს ზღვის უბნის ქუჩის მოსახლეობამ განაცხადა, 70 ოჯახის გამოსახლების შესახებ ინფორმაცია მათ გუშინ მიაწოდეს. ისინი ამ კორპუსებში 13 წლის წინ თვითნებურად შევიდნენ, 2013 წელს კი ბინები გასხვისდა „მეტრომშენის“ თანამშრომლებზე. როგორც თავად ამბობენ, გუშინ მიაწოდეს ინფორმაცია მათი მასიური გამოსახლების დაწყების შესახებ.

 
დღის ამბები