20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ნავთლუღის მე-8-ე დასახლების მე-13-ე ქუჩის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს

ნავთლუღის მე-8-ე დასახლების მე-13-ე ქუჩის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს.

ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, შეხვდა.

მოსახლეობის განცხადებით, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და მათ ტერიტორიაზე არსებული ხევის ანტისანიტარია აწუხებთ.

„არჩევნების შემდეგ აქ არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ მოსულა. უფრო მეტიც, არსებობდა პროექტი, დაფინანსება იყო ბიუჯეტში და ეს თანხა ამოიღეს ბიუჯეტიდან და პროექტი შეაჩერეს,“ - აცხადებს ნიკა მელია.

ნავთლუღის მე-8-ე დასახლების მე-13-ე ქუჩის მოსახლეობა შიშობს წყლის ძველი რეზერვუარის გამოც, რადგან წვიმის დროს იტბორება მათი ეზოები და საცხოვრებელი სახლები.

 
დღის ამბები