ბიზნესკურიერის დღევანდელ გადაცემაში აკაკი გოგიჩაიშვილმა და ტურიზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ იკამათეს. გადაცემის დასრულების შემდეგ კი მათი დაპირისპირება ფეისბუკში გაგრძელდა.
გადაცემაში სტუმრობისას გიორგი სუგუამ განაცხადა, რომ მთავრობის ხელშეწყობით ანაკლიაში უამრავი პროექტი განხორციელდა. აკაკი გოგიაჩიაშვილმა კი სიგუას სთხოვა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა ის.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურისთვის მილიონი ლარი დაიხარჯა. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. თავის დროზე ეს კომუნიკაციები ფასადურად კეთდებოდა. განათდა ხიდი,“ - განაცხადა სიგუამ, რაზეც გოგიაშვილმა უპასუხა, რომ ის ანაკლიაში ორი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა და არც ერთი ხიდი განათებული არ იყო.
ამის შემდეგ მათ კამათი უკვე ფეისბუკში განაგრძეს, სადაც ერთმანეთს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.