13 ივნისს წყნეთში დაზარალებულები ხელისუფლებას მათი მიწების არაადეკვატურად შეფასებაში სდებენ ბრალს და ქონების სამართლიან შეფასებას ითხოვენ.
ხეობის დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლება 1 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობში კომპენსაციის სახით 150 დოლარს, საცხოვრებელი ფართის კვადრატულ მეტრში კი 350 დოლარს სთავაზობს.
წყნეთის ხეობის დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს აპროტესტებს და აცხადებენ, რომ მათი ზარალი შეთავაზებულს ორჯერ აღემატება.
ხეობის მცხოვრებლების ინფორმაციით, მთავრობა ამ ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რის გამოც ქონების მიზერულ თანხად ხელში ჩაგდება სურს.
დაზარალებულების პრეტენზიები გაუგებარია ქალაქის მერისთვის. დავით ნარმანიას მტკიცებით, ზარალი არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით ხდება.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე