13 ივნისის დაღუპული დავით გაბიტაშვილის ძმა მისი ძმის სიკვდილში სახელმწიფოს ადანაშაულებს.
ლაშა გაბიტაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
კურიერთან საუბრისას ლაშა გაბიტაშვილმა თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას დაიწყებს.
„საბოლოოდ რომელი უწყება და მთავრობის რომელიც წევრია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგინეს. თუმცა, პირველადი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ პირველი დამნაშავე არის შსს, რომელმაც გზა არ გადაკეტა,“ - აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.
გაბიტაშვილი ხელისუფლებისგან ითხოვს, სახელმწიფომ მარჩენალდაკარგულ ბავშვებს სრულწლოვნებამდე ყოველთვიური თანხა დაუნიშნოს.