სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სალაროები რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა და ამ წუთებში ბილეთების შესაძენად გულშემატკივრების პირველ ნაკადს ელოდებიან. ადგილზე წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავს.
უკვე მესამე დღეა გულშემატკივრები ვაკის პარკში მორიგეობენ და სპეციალურ სიებს ადგენენ, რომლის მიხედვითაც რიგში დგებოდნენ.
სიების შდგენაზე და რიგის დაკავებაზე პირველივე დღიდან კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და მოუწოდა გულშემატკივრებს, რომ ბილეთების შეძენა მხოლოდ ცოცხალი რიგის მეშვეობით მოხდებოდა და წინასწარ სიების შედგენას აზრი არ ჰქონდა.
მატჩზე დასასწრებად სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.