ამ წუთებში ხმაურია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან, სადაც სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
საპატრულო პოლიციას გულშემატკივრები ნაკადებად მიჰყავს სალაროებთან. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა 3 ნაკადი, 150 კაცი გაიყვანეს.
გულშემატკივრების რიგი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს დგანან ის ადამიანები, რომლებიც ვაკის პარკში პარასკევიდან მორიგეობენ და სპეციალური სიებით დგანან რიგში, მეორე მხარეს კი ის ადამინები, რომლებიც ცოცხალ რიგში ჩასადგომად დღეს მივიდნენ.
დღეს მისული გულშემატკივრები აპროტესტებენ ადგილზე არსებულ სიტუაციას და აცხადებენ, რომ უსამართლობაა იმ ადამიანების გაყვანა ბილეთების ასაღებად, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე სპეციალური სიები შეადგინეს.
ისინი დახმარებას და ვითარების დარეგულირებას ზვიად სიჭინავას სთხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც ცნობილია ორმა მამაკაცმა გონება დაკარგა და მათ ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.