02 ოქტომბერი 2024,   22:16
ვრცლად
სუპერ თასის დარჩენილი ბილეთების რაოდენობას გულშემატკივრები სპეციალურ ეკრანზე ნახულობენ

ვაკის პარკში დამონტაჟებულ სპეციალურ ეკრანზე გულშემატკივარი დარჩენილი ბილეთების რაოდენობას ნახულობს. 

ამ დროისთვის პირველი კატეგორიის, 75 ლარიანი 152 ბილეთია დარჩენილი, მეორე კატეგორიის 35 ლარიანი 10 ათას 37 ბილეთი და მესამე კატეგორიის 18 ლარიანი 10 ათას 435 ბილეთი დარჩა. 

ბილეთების შეძენის პროცესი დილიდან ხმაურის და მცირე დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ურიგოდ უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ამ წუთებში უსაფრთხოების მიზნით მათი რაოდენობა გაიზარდა. ვაკის პარკში მორიგეობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები