აქცია სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ზღვის უბნის მაცხოვრებლები, რომელთაც სახლებიდან გამოსახლება ემუქრებათ, ყოფილი პრემიერისგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებასა და მათი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე საბნები და ლეიბებიც მიიტანეს და დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი პრობლემები არ მოგვარდება.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" წარმომადგენლები. როგორც "მედიატორის" ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია აქციის მონაწილეებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის წარმოებაში დახმარებას ჰპირდება.