მაშველები ზღვაში დაკარგულ 15 წლის ბიჭს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ბათუმში გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
შემთხვევა რესტორან "აჭარული სახლის"" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ხიდიდან მეგობართან ერთად გადახტა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.