02 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
"კიკიანის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა შთამბეჭდავია,"- მაია ნიკოლეიშვილი

ლიკა კიკიანის სხეულზე არსებული დაზიანებები დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა შეისწავლა. ნიკოლეიშვილმა სპეციალური დასკვნაც მოამზადა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კიკიანის ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა არ იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ის იყო ნასვამი.

"დაფიქსირებულია დაზიანებები. არის აღწერილობა და არსებობს სურათები. შეფასებულია ხანდაზმულობის ვადა, შესაძლებელია წარმოქმნილი იყოს იმ პერიოდში, რომელსაც მიუთითებს ლიკა კიკიანი. ამასთანავე აღწერილია დაზიანებების რაოდენობა. სიმძიმის ხარისხია შეფასებულია. მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები. გამოყოფილია გაკრვეული ჯგუფი, რომელიც შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში წარმოქმნილიყვნენ. სიმძიმის ხარისხი მსუბუქია მაგრამ რაოდენობა არის შთამბეჭდავი,"- აცხადებს მაია ნიკოლაიშვილი. 

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები