ლიკა კიკიანის საქმეზე და სამართლებრივ პროცედურებზე "კურიერთან" ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ამბობს, რომ საქმეში არსებული და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მკტიცებულებებით შეიძლება ითქვას, რომ ლიკა კიკიანი არის დაზარალებული და ის სწორედ ამ სტატუსით უნდა იყოს ჩართული როგორც მხარე.
ვეფხვაძე აცხადებს, რომ კიკიანის დაზარალებულად ცნობის შემდეგ მათ ექნებათ საშუალება დეტალურად გაეცნონ საქმის მიმდინარეობას.
ლიკა კიკიანის ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის დროს ნასვამი არ იყო, ამის დასტურად კი ლევან ვეფხვაძეს ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავს.
დაცვის მხარე უახლოეს პერიოდში მოპოვებულ მტკიცებულებებს პროკურატურაში წარადგენს.