რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხს ადგილზე დღეს დილიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სწავლობენ.
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ ვითარების შესწავლის შემდეგ მოამზადებენ სპეციალურ დოკუმენტს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გეგმავს აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გაამახვილონ როგორც ჟენევის მოლაპარაკებებზე, ასევე ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ორი დღის წინ მომხდარი ინცინდენტის შესახებ და ახლა ადგილზე ვცდილობთ ჩავატაროთ მონიტორინგი, მოვიძიოთ დეტალური ინფორმაცია და შემდგომ ის კომპეტენტურ ორგანოებს მივაწოდოთ. ეს შემთხვევა გახდება მთავარი თემა ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც ერგნეთში ჩატარდება. დარწმუნებული ვარ რომ, ამ საკითხზე დიდი ყურადღება გამახვილდება ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზეც,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი.