გურჯაანში 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადგილობრივები სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადანაშაულებენ.
მათი მტკიცებით, ექიმი ბესიკის ქუჩაზე გამოძახებიდან მხოლოდ 40 წუთში მივიდა პაციენტი კი უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები კი ამბობენ, რომ ისინი გამოძახებაზე იმყოფებოდნენ და უფრო ადრე გურჯაანში მისვლას ვერაფრით შეძლებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა სასწრაფო დახმარების რეგიონულ ოფისშიც.
"ბრიგადა გამოძახების ადგილზე 18 წუთში მივიდა ეს არის ნორმალური დრო,"- აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხარისხის მართვის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.