ვაკის პარკში ამ დროისთვის კვლავ ხალხმრავლობაა. ბოლო ინფორმაციით სალაროებში ამ დროისთვის გაყიდული ბილეთების რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს.
ბილეთების გაყიდვის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს, როგორც გულშემატკივრები ამბობენ, აღნიშნულის მიზეზი არაორგანიზებულობაა.
ფეხბურთის მოყვარულების ნაწილი ცდილობს სუპერთასის ბილეთები რიგის გარეშე შეიძინოს, თუმცა სამართალდამცველები დროულ რეაგირებას ახდენენ.