ამ წუთებში ვაკის პარკში მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს რიგში მდგომი 2 მოქალაქე კრუნჩხვის დიაგნოზით ღუდუშაურის კლინიკაში გადაყავთ.
ცოტა ხნის წინ იგივე დიაგნოზით კიდევ ერთი მოქალაქის ჰოსპიტალიზირება მოხდა.
დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა არაერთხელ გაუწიეს გადაუდებელი დახმარება რიგში მდგომ გულშემატკივრებს, რომლებიც სიცხისა და დაღლილობის გამო შეუძლოდ გახდნენ.
ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დილის 09:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება.