20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
წყალდიდობა სოხუმში

ძლიერ წვიმას აფხაზეთში წყალდიდობა მოჰყვა. უხვი ნალექის გამო მდინარეები აძიაპში და სუხუმკა კალაპოტიდან გადმოვიდა და სოხუმის ნაწილი დატბორა.

ყველაზე მეტად სოხუმის ცენტრში მცხოვრებლები დაზარალდნენ, სადაც წყალმა შენობების პირველი სართულებიც დატბორა.

მედიის ინფორმაციით, წყლის დონემ კლება დაიწყო და ქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებიც უკვე დაწყებულია.

ქალაქის მოსახლეობას ავტომობილებით მოძრაობისა და ზღვაში ბანაობისაგან თავის შეკავება ურჩიეს.

 
დღის ამბები