20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან-გულშემატკივრები ფედერაციას უნდობლობას უცხადებენ

ბილეთები! ბილეთები! - ამ შეძახილებით ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ფედერაციას უნდობლობას უცხადებდნენ. 

ფეხბურთის მოყვარულები ზვიად სიჭინავას კომპეტენციას უწუნებენ და ამბობენ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელმა ისინი მოატყუა.

ფედერაციასთან შეკრებილები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ ბილეთების გაყიდვა მოუწესრიგებლად და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რის გამოც სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა დღეს 21:00 საათზე არ უნდა შეწყდეს და პროცესი უნდა გაგრძელდეს, სანამ ყველა ბილეთი არ გაიყიდება. 

აქციაზე ძირითადად ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ე.წ. სპეციალურ სიებში იყვნენ ჩაწერილი.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები