20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
"სალაროები მანამ იმუშავებს, სანამ ბოლო ბილეთი არ გაიყიდება,"- ზვიად სიჭინავა

"სალაროები მანამ იმუშავებს სანამ ბოლო ბილეთი არ გაიყიდება,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. 

სიჭინავას განცხადებით გადაწყვეტილება შს სამინისტროსთან ერთად არის მიღებული.

"ჩვენ გავითვალისწინეთ ადამიანების პოზიციები, რომლებიც აქ 3 დღეა იმყოფებიან და მიღებულია გადაწყვეტილება შს სამინისტროსთან ერთად, რომ სალაროები მანამ იმუშავებენ, სანამ ბოლო ბილეთი არ გაიყიდება,"- აცხადებს ზვიად სიჭინავა. 

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის გაყიდულია 8 ათას 700 ბილეთი. სულ გასაყიდი ბილეთების რაოდენობა 22 000-ს შეადგენს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები