20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
მოტყუებული ვეტერანების ნაწილი - 3 თვე ათასი ლარის მოლოდინში

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ნაწილი უკვე 3 თვეზე მეტია მთავრობის დანაპირების შესრულებას ელოდება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განცხადებით ვეტერანები აპრილის ბოლოს მთავრობისგან 1000 ლარიან დახმარებას მიიღებდნენ, თუმცა როგორც თავად ვეტერანები ამბობენ, ისინი მოატყუეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა მთავრობა მხოლოდ იმ ათას 776 ვეტერანს დაეხმარებოდა, რომლებიც უშუალოდ ფრონტზე იბრძოდნენ, რაც შეეხება მათთან გათანაბრებული სტატუსის მქონე პირებს ისინი დახმარებას ვერ მიიღებდნენ.

დახმარების გარეშე დარჩენილი ვეტერანები კი დღეს "პოსტსკრიპტუმთან" საუბარში ამბობენ, რომ მათი დაყოფა არასწორია და მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

 

ავტორი: გვანცა სუთიძე

დღის ამბები