საბერძნეთში ბანკები კვლავ დაკეტილია და ბანკომატიდან მხოლოდ 60 ევროს გატანა შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ცხოვრება უფრო ნაკლები თანხითაც შეიძლება, თუ ეს საბერძნეთს სჭირდება. “არას” ბერძენთა საშუალო ფენა და ახალგაზრდობა ემხრობა. მკაცრი რეფორმების გატარება კი შედარებით მდიდარი ბერძნების არჩევანია.
ერთადერთი, რასაც ქვეყანა ამ ეტაპზე არ უჩივის, ტურისტების რაოდენობაა. კრიზისი ოდნავაც არ იგრძნობა ათენის მდიდარ რაიონების კაფეებსა და რესტორნებში, სადაც ბერძნები დილამდე ერთობიან.
კრიზისის გამწვავების მიუხედავად, ქართველები საბერძნეთიდან წასვლას ჯერ არ გეგმავენ.