„ცალსახად ნათელია, რომ ის „ნიკალა“ ე.წ. დამნაშავე ამ ე.წ. უბედური შემთხვევის საერთოდ არ ჩართულა და შესაბამისად ვერავის ვერ გაგუდავდა,“-ეს განცხადება „პოსტსკრიპტუმთან“ საუბრისას ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ პირველად გააკეთა.
გოგლა ჟვანიას თქმით იმას, რომ გაზის გამათბობელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ღამეს ბინაში საერთოდ არ ჩართულა ჩატარებული ექსპერტიზები ადასტურებს.
ამ გარემოებას კი ჯერჯერობით არც ბრალდება ადასტურებს და არც მოწინააღმდეგე მხარე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა და დაცვის წევრმა 10 ივლისს ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენება მისცეს, სადაც ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში არ ასახელებდნენ. ძაძამიასა და ხარშილაძის თქმით მათ ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი ადგილზე გარდაცვლილები დახვდნენ.