სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემა, უფლებამოსილების გადამეტება - ეს ის შეფასებებია, რაც ბოლო დროს საზოგადოებაში სამართალდამცველების მისამართით ხშირად ისმის.
არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საუბრობენ, მუქარაზე რომელიც მათი მისამართით სწორედ პოლიციელების მხრიდან მიმდინარეობს.
ბოლო ასეთი გახმაურებული შემთხვევა კუს ტბაზე მოხდა. დაზარალებულმა ლიკა კიკიანმა საზოგადოებას პოლიციელების ქმედებებზე ინტერნეტის მეშვეობით უამბო.
ბოლო დღეებში კიდევ ერთი აქტუალური საკითხია ბრიტანეთის მოქალაქის ცემის ფაქტი და სხვა კიდევ რამდენიმე შემთხვევა.
ავტორი: გიორგი გვიშიანი