ნაქერალას მთაზე, ე.წ. ცხრაჯვართან დაუდგენელმა პირებმა ათობით ასწლოვანი ხე-კულტურები მოჭრეს. რამდენი ხის მოჭრა და წაღება მოასწრეს დაუდგენელმა პირებმა უცნობია.
აღნიშნული ხეების მოჭრა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისე მოხდა, რომ ვერცერთმა მაკონტროლებელმა ორგანომ ფაქტის გამოვლენა ვერ მოახერხა.
ის, რომ ნაქერალას მთაზე ხე-კულტურები იყო მოჭროლი ტყიბულის მაცხოვრებელმა გიორგი ფორჩხიძემ დააფიქსირა.
ვითარების გასაცნობად "პოსტსკრიპტუმი" ადგილზე ჩავიდა და გაარკვია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტმა მომხდარის შესწავლა დაიწყო. ხეების ნაწილი მოჭრილი და წაღებულია, ნაწილი უბრალოდ მოჭრილია და იქვე დევს.
აღმოჩნდა, რომ მთავრობას აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად რეალური მექანიზმები არ გააჩნია. გზებზე არც ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომელიც პერიმეტრს გააკონტროლებდა.
ავტორები: ლაშა კვესელაძე, ნიკა ლებანიძე.