20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ერთი თვე სტიქიიდან-სამი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება

სტიქიიდან ერთი თვის თავზე დაკარგული 3 ადამიანის კვალს მაშველებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს. დაკარგულებს სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ოჯახის წევრები ეძებენ.

სტიქიის შემდეგ დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები თითქმის ყოველდღე სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სტიქიის ზონას ლაფისგან ასუფთავებენ იმ იმედით, რომ კვალს თავად მაინც მიაგნონ. 27 წლის კაპანაძის ოჯახის წევრები ამნბობენ, რომ სერგო 13 ივნისს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

კიდევ ერთი დაკარგული 33 წლის ბექა ბუთურიშვილია. ოჯახის ინფორმაციით ბუთურიშვილი 13 ივნისის ღამეს ავტომობილით ვაჟა-ფშაველადან სახლში, სოლოლაკში ბრუნდებოდა. ეს ინფორმაცია კი თავად მან მეგობარს ტელეფონით მიაწოდა შემდეგ კი მასთან კავშირი გაწყდა.

სტიქიის დროს დაიკარგა 54 წლის ელიზბარ ბაღაშვილიც, ის რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა. ასე იყო ჩამოსული ის 13 ივნისსაც, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

დაკარგულთა ოჯახის წევრები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

ავტორი: რუსუდან დათუკიშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები