20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
უკმაყოფილო გულშემატკივარმა ბილეთების გაყიდვის დასრულების შემდეგ საპროტესტო აქცია გამართა

უკმაყოფილო გულშემატკივარმა ბილეთების გაყიდვის დასრულების შემდეგ ვაკის პარკიდან ფეხბურთის ფედერაციასთან გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ფედერაცია ბილეთების არასწორად გაყიდვაში დაადანაშაულეს.

გულშემატკივართა მტკიცებით, ტაბლოზე, რომელიც ვაკის პარკში იყო დამონტაჟებული ციფრები რეკორდული სისწრაფით იცვლებოდა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ისინი ზვიად სიჭინავას და ფედერაციას ბრალს რამდენიმე ათასი ბილეთის მითვისებაში სდებენ. აქციის გამართვა ფედერაციასთან დღეს ისევ იგეგმება.

 
დღის ამბები