20 ნოემბერი 2024,   15:17
ვრცლად
"სილქნეტი" თავდაცვის სამინისტროსთან უკანონო გარიგებაში მონაწილეობას უარყოფს

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებაზე ცოტა ხნის წინ კომპანია “სილქნეტმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ 2013 წლის შემოდგომაზე სს „სილქნეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე. „სილქნეტმა“ სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით.

"წარდგენილი წინადადება ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და „სილქნეტი“ გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა „სილქნეტის“ მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი,"- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ "ტენდერის ყველა ეტაპზე „სილქნეტის“ წარმომადგენელთა ქმედებები შესაბამისობაში იყო სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან."

 

ამავე თემაზე
დღის ამბები