ფეხბურთის ფედერაციასთან კიდევ ერთი აქცია გაიმართა. იქ შეკრებილი გულშემატკივრები სუპერ თასის ბილეთებთან დაკავშირებული ვითრების გარკვევას მოითხოვდნენ. ფეხბურთის ფანები ამტკიცებენ, რომ ფედერაციამ 6 ათასი ბილეთი გადამალა.
შეკრების ადგილზე ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
"110 ჯგუფი იყო თითოში 50 ადამიანი, თითოს ოთხი ბილეთი, რომ ეყიდა ყველას გვხვდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა. სად წაიღეს 6 ათასი ბილეთი? მოვითხოვ დაგვიბრუნონ ეს ბილეთები,"- აცხადებს აქციის მონაწილე.
აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებას დღეს ღამე ისევ აპირებენ.