20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
პრემიერის ჯილდო სტიქიის დროს გაწეული სამუშაოსთვის და დაკარგული პირების ოჯახის წევრების კრიტიკა ხელისუფელბის მიმართ

13 ივნისის სტიქიისა და მის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა პრემიერისგან მადლობა და ჯილდოები დაიმსახურა. დაჯილდოება სახელობითი არ ყოფილა და თავად ეს ადამიანები არც ღონისძიებას დასწრებიან და არც მათ მიმართ წარმოთქმული სიტყვები მოუსმენიათ.

სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრები ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ. დავით გაბიტაშვილის ძმა მიიჩნევს, რომ მათ ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ ექცევათ.

დაგვიანებულ რეაგირებაზე და სტიქიის შემდეგ არასათანადო მუშაობაზე საუბრობენ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ ისინი დაკარგულ ახლობლებს უკვე საკუთარი ძალებით ეძებენ.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობაზე საუბრობენ მთავრობის წევრები. თბილისის მერიც და შინაგან საქმეთა მინისტრიც ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება.

ავტორი: ეკა გაგუა.

 
დღის ამბები