20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
უკანონოდ ჩამორთმეული ქონება-დაზარალებულებს 6 ავტომობილი და ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ფაქტზე პროკურატურამ 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამხილა. უახლოეს დღეებში დაზარალებულებს, ჩამორთმეული 6 ავტომობილი და ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.

მხილებული სამი მაღალჩინოსნიდან მხოლოდ ერთის, დიდუბე-ჩუღურებითს სამმართველოს ყოფილი უფროსის სახელი და გვარია ცნობილი.

ასევრ ცნობილია, რომ დანარჩენი 2 მაღალჩინოსანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტსა და მთავარ პროკურატურაში მუშაობდნენ.

საია-ში მიაჩნიათ, რომ საქართველოს პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი გამჭვირვალედ არ მუშაობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს შეხვედრის მოთხოვნით უკვე მიმართა, თუმცა დეპარტამენტიდან პასუხი უკვე რამენიმე თვეა არ მიუღიათ.

საია-ს ხელმძღვანელს პროკურატურის დეპარტამენტის მუშაობასთან კითხვები აქვს.

ავტორები: სალომე ბოკუჩავა, გიორგი ცანავა, ოთო ჯაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები