20 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
გადმოწეული საოკუპაციო ხაზი და ოკუპანტების გაფრთხილება ადგილობრივ მოსახლეობას

ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო 53 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მავრთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა, მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს. 

საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 97-მდე მეპატრონის სახნავ-სათესი მიწები, რომლებიც დამუშავებულია და მოსახლეობა მოსავალს ელოდებოდა. 

ადგილორბივები ყვებიან, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ისინი გააფრთხიელს, რომ ახალი ნიშნებიდან 50 მეტრში არ იარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეფაქტო საზღვრის დარღვეაში დასდებენ ბრალს.

ისინი, ვისი ნაკევთიც უკვე ოკუპირებულ მხარეს დარჩენილს ესაზღვრება ამბობენ, რომ თუ რუსეთის ქმედებებზე შესაბამისი რეაქცია არ იქნა მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება.

ავტორი: სოფო ზურაბიანი 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები