ფედერაცია უეფასთან კიდევ ერთი კონსულტაციისთვის ემზადება. მოლაპარაკების თემა ის ბილეთები გახდება, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები ფედერაციისგან ითხოვენ.
საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშილი განცხადებაში სუპერთასის მატჩზე დასასწრებ 300 ბილეთს ნაღდი ანგარისწორების პირობით ითხოვს.
ალიბეგაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ნიკა მელიამ გაასაჯაროვა.
მისი ინფორმაციით ფეხბურთის ფედერაციას ყველა სამთვარობო უწყებამ მიმართა და ჯამში 2 ათას 600 ბილეთი მოითხოვა.
განცხადებით ფედერაციას ენერგეტიკის სამინისტრომაც მიმართა და 400 ბილეთი მოითხოვა. კახი კალაძემ დღეს ეს ინფორმაცია დაადსატურა. ამ თემაზე დღეს კომენტარი არ გააკეთა პრემიერმინისტრმა.
დღეს პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზი ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული აქცია გახდა.
ინციდენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მაშინ მოხდა როდესაც, უბილეთოდ დარჩნილები აქციას მართავდნენ.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, თამაზ თხილიშვილი, რევაზ დიდბერაშვილი.